Gelenk Nahrung უკვე 30 წელზე მეტია, რაც ფართოდ არის ცნობილი ევროპაში. მას აქტიურად უწევენ რეკომენდაციას ექიმებიც.
მოთხოვნადია სპორტსმენებში, მოცეკვავეებში, ასაკოვან და ჭარბი წონის მქონე ადამიანებში. იგი უზრუნველყოფს სახსრების მობილობას, კუნთების სიძლიერესა და სიჯანსაღეს.
მრავალმხრივი მოქმედების წყალობით, Gelenk Nahrung აუმჯობესებს სახსრების მობილობას, აძლიერებს კუნთებს, აცოცხლებს კანის ტონსა და მატებს მას ელასტიურობას.
ის ასევე დადებითად მოქმედებს ორგანიზმის შემაერთებელ ქსოვილებზე, მათ შორის: იოგებზე, ლიგატებზე, კუნთებსა და მყესებზე.
პროდუქტი აუმჯობესებს კანის, ფრჩხილების და კბილების მდგომარეობას. მრავალმხრივი უპირატესობის გამო ის საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია ევროპის ბაზარზე.
Gelenk Nahrung შეიცავს ჰიდროლიზებულ კოლაგენს, რომელიც სრულფასოვანი ცილის წყაროა.
ეს კომპონენტი აუცილებელია ხრტილოვანი ქსოვილის წარმოქმნისთვის, რეგენერაციისა და გასამაგრებლად, როგორც სახსრებში, ისე ხერხემალსა და კუნთებში.
პროდუქტი ხელს უწყობს სახსარშიდა სითხის აღდგენას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხრტილის დისტროფიისა და სინოვიალური სითხის დეფიციტის შემთხვევაში.